Monday, November 25, 2013
Sunday, November 17, 2013
განვიხილე დიფერენცირებული სწავლება,ჩემი პროექტიდან გამომდინარე შევარჩიე აქტივობები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, ნიჭიერისთვის და არაქართულენოვანისთვის. ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე. ჯგუფში განვიხილეტ ფასილიტაციის მაგალითები და ნიმუშები. ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები. ჩემი პროექტი ფინალამდე მივიყვანე, ძალიან მიხარია, საინტერესო თემაა და მგონი მივაღწიე მიზანს ყველა მასალა ჩავალაგე შესაბამის საქაღალდეებში.
Saturday, November 16, 2013
Sunday, November 10, 2013
დღე 6
დღევანდელ დღეს დავაკონკრეტე როგორ შეიძლება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევქმნა და დავუკავშირო 21-ე საუკუნის უნარებს.შევქმენი კიდეც. იდეა მომეწონა რადგან ჩემი თემა კვლევასაც მოიცავს. განვიხილეთ სავარაუდო ნაშრომების შაბლონები. ფაქტიურად მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი დამეხმარება მოლოდინების განსაზღვრაში.მოსწავლის ნაშრომში დემონსტრირებას ვახდენ მისი უნარების და შემოქმედებითობის. უფრო კარგად დავინახე მოსწავლის შესაძლებლობები.
Saturday, November 9, 2013
დღე 5 - რეფლექსია
მეხუთე დღეც გავიდა.განვიხილეთ ჩვენ თემასთან დაკავშირებით ინტერნეტის გამოყენების დროს როგორ გავითვალისწინო სამართლებრივი და ეთიკური ნორმები.განვიხილეთ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.ვისწავლეთ რა სახით ჩამოვწერო საავტორო უფლებების პრეზენტაცია,გავამზადე გამოყენებული ლიტერატურის და ვებ-გვერდების შაბლონი.მართლაც საჭირო იყო იმიტომ,რომ ზოგადად ყოველთვის ვიყენებ ინტერნეტს და გამჩენია კითხვა ვებ-გვერდების სანდოობასთან დაკავშირებით,რაზეც მივიღე რჩევა.თანდათან უფრო გასაგები ხდება ყველაფერი
Sunday, November 3, 2013
დღე 4
სწავლის ეფექტიანობისათვის გასათვალისწინებელია წინარე ცოდნა. განვსაზღვრეთ მიმდინარე და განმავითარებელი შეფასება.დავადგინე წინარე ცოდნა და გავითვალისწინეთ მოსწავლეთა საჭიროებები.ამიტომ ავირჩიეთ ჩვენი თემის მიხედვით შეფასების სტრატეგიები.განვიხილეთ შეფასების დროში გაწერილი გეგმა.ის აქტივობები და შეფასებები,რომელიც გვჭირდება პროექტის დაწყებამდე და პროექტის მსვლელობისას. შევადგინეთ მოსწავლეთა საჭიროებების ჩეკლისტი და შეფასების გეგმა.ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ youtube -ზე მასალა და დავდოთ ლინკი პრეზენტაციის სლაიდზე.
Subscribe to:
Posts (Atom)